ტექნიკური ინსპექტირების მომსახურება GEO INSPECT-ისგან დაგეხმარებათ, შეამოწმოთ და დაადასტუროთ თქვენი ობიექტის შესაბამისობა უსაფრთხოების სტანდარტებთან.
GEO INSPECT გთავაზობთ სანდო და რეგლამენტთან სრულ შესაბამისობაში შესრულებულ მომსახურებას — დამიწების კონტურის მოწყობითა და წინაღობის გაზომვით დაწყებული, ლიფტების ინსპექტირებით დასრულებული.
ჩვენ ვიცავთ ყველა მოქმედ ტექნიკურ სტანდარტს და ვმუშაობთ სხვადასხვა ტიპის შენობებზე — საცხოვრებელი, კომერციული თუ ინდუსტრიული.
ჩვენი ტექნიკური ინსპექტირების მომსახურება შექმნილია იმისთვის, რომ დამსაქმებლებს ჰქონდეთ დასტური, რომ მათი ობიექტი შეესაბამება უსაფრთხოების სტანდარტებს და ზედამხედველ ორგანოებთან არ ექმნებათ პრობლემა.
ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა სერვისს, რომელსაც ჩვენი სპეციალისტები გთავაზობენ. კონკრეტული მომსახურებით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.