ჩვენ შესახებ

Geo Inspect — ტექნიკური ინსპექტირების სამსახური და სერტიფიცირებული კომპანიაა, რომელიც 2024 წლიდან ოპერირებს საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ვმუშაობთ ტექნიკური აღჭურვილობისა და დანადგარების ინსპექტირებაზე, რაც ეხმარება ბიზნესებს შეასრულონ შრომის უსაფრთხოების, ტექნიკური ნორმებისა და სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისობა.

ჩვენი კლიენტები არიან სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები: სამშენებლო, ინდუსტრიული, სავაჭრო და საზოგადოებრივი სექტორები.
ინსპექტირების შემდგომ, ვამზადებთ დოკუმენტაციას, რომელიც სრულად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და აღიარებულია შემდეგი ორგანოების მიერ:

  • შრომის ინსპექციის სამსახური
  • მუნიციპალური ინსპექცია
  • ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის ორგანოები
ტექნიკური ინსპექტირება

ჩვენი მისია

შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო ტექნიკური ინსპექტირების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით და დავეხმაროთ კომპანიებს, რომ იყვნენ კანონის შესაბამისობაში — ეფექტურად, გამჭვირვალედ და დროულად.

ჩვენი ხედვა

გავხდეთ საქართველოში ტექნიკური ინსპექტირების სფეროს ერთ-ერთი ლიდერი — კომპანია, რომელსაც ენდობიან ხარისხისა და პროფესიონალიზმის გამო.

ჩვენი ღირებულებები

პროფესიონალიზმი

ჩვენ გვყავს სერტიფიცირებული და გამოცდილი სპეციალისტები

სანდოობა

ჩვენი დასკვნები იურიდიულად სანდოა და აღიარებულია ოფიციალური სტრუქტურების მიერ

სისწრაფე

48 საათში ვიწყებთ ინსპექტირების პროცესს

უსაფრთხოება

ჩვენი მთავარი მიზანია ადამიანებისა და სამუშაო სივრცის დაცვა

პასუხისმგებლობა

ყველა დეტალს უდიდესი სერიოზულობით ვეკიდებით

რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ?

მოქნილი გადაწყვეტილებები

ჩვენთან თანამშრომლობა ეხმარება ბიზნესს დაიცვას დასაქმებულთა უსაფრთხოება და გაიაროს სერტიფიცირებული ტექნიკური ინსპექტირება მარტივად და დროულად.

მომსახურების მაღალი ხარისხი

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია სერტიფიცირებული ტექნიკოსებითა და სპეციალისტებით, რაც უზრუნველყოფს მომსახურების ხარისხსა და კანონმდებლობასთან შესაბამისობას.

სწრაფი რეაგირება

შეკვეთის მიღებიდან 48 საათზე ნაკლებ დროში ვიწყებთ თქვენს ობიექტზე მომსახურებას.

აღიარებული შედეგები

ჩვენ მიერ გაცემული დოკუმენტაცია აღიარებულია შრომის ინსპექციისა და სხვა ზედამხედველობის ორგანოების მიერ — ჩვენი კლიენტები წარმატებით გადიან შემოწმებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ჩვენი გუნდი

ჩვენი ტექნიკური ინსპექტირების სამსახური დაკომპლექტებულია გამოცდილი ინჟინრებითა და ტექნიკოსებით, რომლებიც სთავაზობენ სრულყოფილ სერვისს საქართველოს მასშტაბით. ჩვენი თანამშრომლები რეგულარულად გადიან კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგებს, რაც უზრუნველყოფს თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ სერვისს.

ტექნიკური ინსპექტირების სამსახური