დანადგარების შემოწმება და დაოქმება

ტექნიკური აღჭურვილობის შემოწმება

დამტვირთველის ინსპექტირება და ოპერატორის სწავლება

ფრეონზე მომუშავე დანადგარების შემოწმება

საწარმოო დანადგარების შემოწმება ფრეონზე მომუშავე დანადგარების შემოწმება

ჩვენი მომსახურება

Geo Inspect მომხმარებლებს სთავაზობს პრაქტიკულ და სტანდარტებთან შესაბამის ტექნიკურ სერვისებს, რომლებიც ეხმარება ბიზნესებს უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილებაში და ობიექტების გამართულ ექსპლუატაციაში. ჩვენი მომსახურების მიმართულებები მოიცავს როგორც ინდუსტრიული სისტემების დიაგნოსტიკას, ისე ელექტრო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის შემოწმებას. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ყველა ძირითადი სერვისი, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ცალკე მომსახურების, ისე კომპლექსური ტექნიკური მხარდაჭერის ფორმატში.

ტექნიკური ინსპექტირება

ტექნიკური ინსპექტირების სერტიფიცირებული კომპანია

Geo Inspect არის სერტიფიცირებული კომპანია, რომელიც 2024 წლიდან ახორციელებს ტექნიკურ ინსპექტირებას საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ვემსახურებით როგორც მცირე საწარმოებს, ასევე მსხვილ სამრეწველო კომპლექსებს — ყველა სექტორში.

ჩვენი მომსახურება მოიცავს ლიფტის ინსპექტირებას, საწარმოო დანადგარების შემოწმებას, ვენტილაციის სისტემის ეფექტურობის შემოწმებას, ფრეონზე მომუშავე დანადგარების მომსახურეობას, დანადგარების პასპორტების მოძიებას, დამიწების მოწყობასა და გაზომვას და სერტიფიცირებული ელექტრიკოსის მომსახურეობას. ჩვენ მიერ გაცემული დოკუმენტაცია სრულად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და აღიარებულია შრომის ინსპექციისა და სხვა შესაბამისი ორგანოების მიერ.

0 +
შესრულებული პროექტები
0 +
მიმდინარე პროექტი
0 +
სპეციალისტთა რაოდენობა

რატომ უნდა აირჩიოთ Geo Inspect?

მოქნილი გადაწყვეტილებები

ჩვენთან თანამშრომლობა უზრუნველყოფს ტექნიკური ინსპექტირების სწრაფ და მოქნილ შესრულებას — თქვენი პროცესების შეფერხების გარეშე. სერვისი მორგებულია როგორც მცირე, ისე მსხვილ ორგანიზაციებზე.

მომსახურების მაღალი ხარისხი

სერტიფიცირებული სპეციალისტებისგან შემდგარი გუნდი უზრუნველყოფს ინსპექტირების მაღალი ხარისხის შესრულებას და სანდო დასკვნებს, რომლებიც სრულად შეესაბამება რეგლამენტებს.

სწრაფი რეაგირება

შეკვეთის მიღებიდან 48 საათში ვიწყებთ ტექნიკური ინსპექტირების პროცესს თქვენს ობიექტზე — თქვენი დრო ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

აღიარებული შედეგები

ჩვენ მიერ გაცემული დოკუმენტაცია სრულად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და აღიარებულია შრომის ინსპექციისა და სხვა შესაბამისი ორგანოების მიერ.

შესრულებული პროექტები