საწარმოო დანადგარების შემოწმება

უსაფრთხო წარმოება იწყება შემოწმებული დანადგარებით

საწარმოო დანადგარების შემოწმება არის შრომის უსაფრთხოების კანონით განსაზღვრული მოთხოვნა, რომელიც აუცილებელია ყველა ორგანიზაციისთვის. ჯეო ინსპექტი გთავაზობთ სრულ ტექნიკურ შეფასებას, რათა უზრუნველყოთ დანადგარების გამართული და უსაფრთხო მუშაობა მოქმედი სტანდარტების შესაბამისად.

რას მოიცავს შემოწმება?
  • დანადგარები და მათი მოძრავი ნაწილები
  • სასაწყობე სივრცეები და სტელაჟები
  • ვენტილაცია/კონდიცირების სისტემები
  • კიბეები და სიმაღლეზე სამუშაო ტექნიკა
  • კომპრესორები და მაღალი წნევის ბალონები
  • შედუღების დანადგარები
  • ხელის ელექტრო და მექანიკური ინსტრუმენტები
  • დასაქმებულთა დაცვის საშუალებები
  • შენობისა და ელექტრო სისტემების დამიწება
  • სატვირთო ამწე მოწყობილობები
  • გენერატორები
  • საწარმოში გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები
საწარმოო დანადგარების შემოწმება
📌 გაითვალისწინეთ:

შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ტექნიკური დანადგარების შემოწმება უნდა განხორციელდეს მწარმოებლის მოთხოვნების შესაბამისად და დოკუმენტალურად დადასტურებულად.

ჯეო ინსპექტი ახორციელებს შეფასებას ტექნიკური მახასიათებლებისა და სამართლებრივი ნორმების მიხედვით. შემოწმების დასრულების შემდეგ გაიცემა დასკვნა, რომელიც აღიარებულია შრომის ინსპექციის, მუნიციპალური ინსპექციისა და სხვა ზედამხედველ ორგანოთა მიერ.

სერვისის შესაძენად დაგვიკავშირდით