ლიფტის ინსპექტირება

უსაფრთხოება იწყება სანდო შემოწმებით
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამგზავრო და ინდუსტრიული ლიფტების პერიოდული ინსპექტირება სავალდებულოა. ჩვენი მიზანია დამსაქმებელს მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია ლიფტის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ — არის თუ არა შეუსაბამობა და როგორ უნდა აღმოიფხვრას.
რას მოიცავს ინსპექტირება?
- კაბინისა და საკიდი სისტემის შემოწმება
- სასაწყობე სივრცეები და სტელაჟები
- ბაგირებისა და ჯაჭვების გამართულობის დათვალიერება
- შემყვანი/გამშვები ელემენტების ტესტირება
- დენის მიწოდების სტაბილურობა და ავარიული გამორთვის სისტემა
- დამცავი დამიწების გაზომვა და საჭიროების შემთხვევაში კონტურის მოწყობა
ჯეო ინსპექტი გთავაზობთ სამშენებლო და ინდუსტრიული ლიფტების ტექნიკურ ინსპექტირებას, შესაბამისი დასკვნის გაცემით, რომელიც სავალდებულოა შრომის ინსპექციის შემოწმებისას.
📌 გაითვალისწინეთ:
ინსპექტირება და სერტიფიცირება უნდა განხორციელდეს ყოველ 3 წელიწადში ერთხელ, აკრედიტებული ორგანოს მიერ. სერტიფიცირება ჩვენი კომპეტენცია არ არის — ჩვენ ვართ ინსპექტირების დამოუკიდებელი სამსახური.
